პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

27/04/2016

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
ქორიძემ განაცხადა, რომ დღესვე განთავისუფლდება 69 მსჯავრდებული, აქედან 10 ქალბატონი არის და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა. სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0