პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ირანში დაიწყო

22/04/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო. ირანის სამთავრობო კომპლექსში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0