პრემიერი დღეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება

01/03/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმყოფება.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0