პრემიერი საქართველოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთელს საქართველოს ღვთისმშობლის მიძინების უდიდეს დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

“მინდა, ყველას ვუსურვო, ღვთისმშობელი ყოფილიყოს საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის შემწე და დამხმარე. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ, დიდი სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის ჩვენს წინაშე, ღირსეულად ვუპასუხოთ – სიყვარულით და მშვიდობიანად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 148 times, 1 visit(s) today