პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, არც ერთი თანამდებობის პირისა თუ მათთან დაახლოებული ადამიანის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.
გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას ამ პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

Visited 117 times, 1 visit(s) today