ამბროლაურს მომავალ წელს ფიფას სტანდარტების სტადიონი ექნება, – სტადიონის მშენებლობის ll ეტაპის სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა. ამ დროისთვის დასრულებულია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მიმდინარეობს სათადარიგო მოედნისა და 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობა.
სტადიონები განსაზღვრულია როგორც ტურნირებისთვის ასევე შეკრებებისთვის. სამუშაოების ღირებულება მილიონ-ნახევარ ლარზე მეტია. პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონის სამშენებლო სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ დაათვალიერეს.
Visited 258 times, 1 visit(s) today