პრემიერმინისტრის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, სათანადოდ იყო ხაზგასმული

22/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროში პრემიერის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას, განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის გამოსვლაში, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ იყო ხაზგასმული.
„პრემიერმინისტრმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სადაც ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ყურადღება იყო გამახვილებული ჩვენს შიდა პროცესებზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო სათანადოდ ხაზგასმული პრემიერმინისტრის გამოსვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0