პრემიერ-მინისტრი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა – დავითმა უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა, ალავერდობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული. მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები.

Visited 43 times, 1 visit(s) today