პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომას მართავს

22/08/2017

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომას მართავს
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ესწრებიან.
შეხვედრაზე ხანძრის სალიკვიდაციო გეგმას განიხილავენ, ვითარებას შეაჯამებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასაცავად.

”ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაციები, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან შემოგვიერთდება დამატებითი ტექნიკა მეზობელი ქვეყნებიდან. თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს დამატებით ტექნიკაზე თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანისგანაც. საუბარი შედგა თურქეთის მთავრობასთან. თურქეთის ტყეების სამინისტროსთან იყო შესაბამისი საუბარი. გათენებისთანავე განახლდება მუშაობა და ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას. პანიკა არც ერთ სიტუაციაში არ ვარგა. რაც უფრო ჩქარა შემოგვიერთდება, მით უფრო მალე შევძლებთ. ჯერ-ჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0