პრემიერ-მინისტრი ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვულოცავ ქალბატონ ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბილეს.
ელისო ვირსალაძეს, ნამდვილ პროფესიონალსა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მუსიკოსს, იცნობს და აფასებს მთელი მსოფლიო.
ჩვენმა დიდმა ხელოვანმა თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დაარსებით შესანიშნავ ტრადიციას დაუდო სათავე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.
ვუსურვებ ქალბატონ ელისოს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს.

Visited 102 times, 1 visit(s) today