პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.

Visited 48 times, 1 visit(s) today