პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა.

“საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად”,- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე.

Visited 161 times, 1 visit(s) today