პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა

15/02/2019

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც სერ ალან დანკანმა დადებითად შეაფასა, ასევე – რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
ხაზი გაესვა “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებზე მეტყველებს. აღინიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის როლს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0