პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019″-ის მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასგან სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ასევე შეხვდნენ საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც JTEC-ი 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Visited 62 times, 1 visit(s) today