პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულების პრიორიტეტულობას, ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკოორდინირებელი ფუნქციის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Visited 92 times, 1 visit(s) today