პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

Visited 22 times, 1 visit(s) today