პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მოინახულა

12/03/2017

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავთა პროფესიონალიზმის, მოთმინებისა და თავშეკავების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მინიმალურია.
დღესვე მთავრობის მეთაურმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები – ნაპირსამაგრი სამუშაოები და მშენებარე ველობილიკი დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. ბათუმელების განცხადებით, მომხდარი პროვოკაციის მიუხედავად, მოვლენები მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0