პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

10/09/2017

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს. ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის – ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის – ირაკლი კუჭავა. მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას უცხადებს. პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0