პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია მწვანე ეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით თანდათან ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავე ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც Volkswagen-ია და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.
დრეზდენში მდებარე ელექტრომობილების ქარხანაში, რომელიც 100 პროცენტით მწვანე ენერგიას მოიხმარს, პირველი მოდელი 2017 წელს ააწყვეს. ქარხნის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების ტექნოლოგია და ელექტრომანქანების ტექნიკური მახასიათებლები მუდმივად იხვეწება.

Visited 89 times, 1 visit(s) today