პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. მთავრობის მეთაურმა ახალი არენა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
პრემიერმა უმოკლეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.

„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტი უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Visited 21 times, 1 visit(s) today