პრემიერ-მინისტრმა იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა

24/08/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.
„სულ ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ იტალიაში, პერუჯასთან ახლოს მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა. არის მსხვერპლი, ასევე მნიშვნელოვანი ნგრევა. სამძიმარს ვუცხადებ იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა, საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ დაამყაროს კომუნიკაცია იტალიასთან, რომ დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0