პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა

15/07/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა.
ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში განხორციელდა. მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები. პროგრამის “განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4,935,828 ლარი, დამატებით იგეგმება 1,800,000 ლარის ინვესტირება. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0