პრობლემის აღმოსაფხვრელად მასშტაბური სამუშაოები დაიწყება

25/12/2017

სოფელ საციხურში მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ. იმისათვის, რათა სოფელთან დამაკავშირებელი გზა აღდგეს, გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. გეოლოგიური შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ, პრობლემის აღმოსაფხვრელად, უკვე მასშტაბური სამუშაოები დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0