პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიის სხდომები მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ყველა ტენდერი გამოცხადებულია და შერჩეულია სარეაბილიტაციო არეალები, მალე აღმოსავლეთ საქართველოში გადავინაცვლებთ და შესაბამისად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად სამოცდასამივე მუნიციპალიტეტს მოვიცავთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ისეთი მდებარეობები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„საკმაოდ ვრცელია შერჩეული არეალების ჩამონათვალი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის პირველი ეტაპი და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. უკვე გამოცხადებული ტენდერებიდან დღეს იხსნება შვიდი, რასაც ახალი გამოცხადებები მოჰყვება და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა უწყვეტ რეჟიმში განვითარდება. შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წარმოადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას და ჩაერთვებიან სამშენებლო სამუშაოებში,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Visited 58 times, 1 visit(s) today