პროექტის ,,მე და კონსტიტუცია” მეორე ტური დაიწყო

18/02/2017

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დღეს მარნეულიდან უფორსკლასელების კონკურსის ,,მე და კონსტიტუცია” მეორე ტური დაიწყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე მეორე წელია ტარდება. კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ლაბორატორია” ახორციელებს. კონკურსს დღეს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ადევნებდა თვალს, რომელიც უფროსკლასელების ჩართულობას და აქტიურობას დადებითად აფასებს. ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ შარშანდელმა წელმა წარმატებულად ჩაიარა, მოსწავლეები ინტერესით იყვნენ ჩაბმულები ამ პროექტში, მათ ჰქონდათ ძალიან მაღალი მოტივაცია, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მოსწავლეებს უკეთ ესმით ეს ფუძემდებლური პრინციპები, რომელიც ქვეყნის შენებას და ქვეყნის წინსვლას სჭირდება. “დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცოდნით აღჭურვილები შეაბიჯებენ თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის ცოდნა ძალიან წაადგებათ მოქალაქეებს. პრეზიდენტი ამ და სხვა მსგავს პროექტებში ძალიან დიდ სურვილს დებს იმისას, რომ საქართველოს მოქალაქეები კარგად ერკვეოდნენ თავიანთ უფლებებში და ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებში, რათა მიიღონ ბევრად უკეთესი ცხოვრება ვიდრე დღეს აქვთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0