პროექტის ,,მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ტრენინგ-სემინარი გაიმართა

22/06/2017

დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ,,მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, მიგრანტთა მოლოდინები და რეალობა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი (არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები).

როგორც საია-ს წარმომადგენელმა ირაკლი ვარშანიძემ აღნიშნა, პროექტი ,,მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ არაკომერციული ხასიათისაა და იგი მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0