პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ – დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ – დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ევროკავშირის თანადაფინანსებით განახორცილელა მიზნად ისახავდა განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას და საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობას. დაიგეგმა და ჩატარდა თემატური ტრენინგები, განხორციელდა გაცვლითი ვიზიტები დელეგაციებს შორის, მხარეების ტურისტული პოტენციალის შესწავლისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 ტურისტული მარშრუტი, მათ შორის ორი ქვემო ქართლსა და გაჯნა-გაზახს შორის. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგელნები, ბენეფიციარები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ექსპერტები, მეწარმეები, გიდები, დაცული ტერიტორიების სააგენტოებისა და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, კონფერენციის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ რესურსზე გაამახვილა ყურადღება და სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

Visited 79 times, 1 visit(s) today