პროექტი “ახალი ტფილისი” ითვალისწინებს ძველი უბნების მთლიანად, ერთ ფორმატში განახლებას

18/09/2017

ისტორიული უბანი განლაგებულია 915 ჰექტარზე, მისი ნაწილის 95%-ზე მეტი საჭიროებს რეაბილიტაციას, აღდგენასა და დაცვას.
რეაბილიტაცია მოიცავს საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენა-განახლებას, ისტორიული ძეგლების და შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, კეთილმოწყობას და გამწვანებას.
პროექტი “ახალი ტფილისი” ითვალისწინებს ძველი უბნების მთლიანად, ერთ ფორმატში განახლებას. ამასთანავე, შეკეთდება ყველა შენობა, რომელიც ატარებს ძეგლის სტატუსს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
– ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია
– მშრალი ხიდის, 9 მარტის სახელობის და დედაენის ბაღის რეაბილიტაცია
– ლ. გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია
– ზემო კალის რეაბილიტაცია
– ქვემო კალის რეაბილიტაცია
– კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩის რეაბილიტაცია
– ნიკო ფიროსმანის, კარგარეთელის და კონსტიტუციის ქუჩების კომპლექსის რეაბილიტაცია
– სულხან-საბა ორბელიანის და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია
– ლ. გუდიაშვილის საფეხმავლო სამუზეუმო ქუჩის განვითარება და -რეაბილიტაცია
– ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა-რეაბილიტაცია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0