პროექტი „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“ ხორციელდება

21/09/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „ილია ჭავჭავაძე უკვდავების ფენომენი“.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – მისი დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან – 110 წელი სრულდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ინიციტივით, 25 სექტემბერს, საინგილოში მწერლისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართება.
საინგილოში მცხოვრები ქართველები შეხვდებიან მწერლებს – გიორგი კეკელიძესა და ივანე ამირხანაშვილს და მოუსმენენ ლექციას ილია ჭავჭავაძის შესახებ; დაგეგმილია გიორგი სავანელის მიერ, მწერლის ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ პრეზენტაცია; მოეწყობა გამოფენა, სახელწოდებით „ილია ჭავჭავაძე – სახვით ხელოვნებაში“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სახვითი ხელოვანების მიერ შექმნილი, მხატვრული ნიმუშების ექსპოზიცია, მათ შორის, სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები. აღნიშნული ორიგინალები, საიუბილეო წლის ფარგლებში, პირველად იქნება საჯაროდ წარმოდგენილი. გამოფენაში გაერთიანებულია სხვადახვა ავტორთა ნამუშევრები: სკულპტურა – გია (გიორგი) ჯაფარიძე, გენადი ზაქარაია, მერაბ მერაბიშვილი; ფერწერა – გიორგი გეგეჭკორი, ალექსანდრე ციხელაშვილი; ხატწერა – ირაკლი მაისურაძე, თამარ რიგიშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე, ქეთევან ყურაშვილი; ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პოემა „აჩრდილის“ გადაწერაში; დღის ბოლოს კი, შედგება სპექტაკლის – „საუკუნის მკვლელობა“ პრემიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0