პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს

04/04/2017

“კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს და იგი ყოველ სეზონზე სიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0