პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე” ხორციელდება

25/09/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება ა(ა)იპ “მომავლის სოფლის” მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე”, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვა.
22 სექტემბერს, პროექტის ფარგლებში ა სოფ. ნიქოზში გაიმართა შეხვედრ გიორგი კეკელიძესა და ლევან ბერძენიშვილითან, სადა მათ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე ( ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე) გაამახვილეს ყურადღება; ასევე ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მკითხველთან დიალოგი გამართეს.
მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).
დღის ბოლოს კი, ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაიმართა კონცერტი, რომელიც ჯგუფის „Under 7”-ის მონაწილეობით გაიმართა.
ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0