პროექტი მოზარდებისთვის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ დაიწყო

04/07/2017

დღეს, მანავის რეინჯერთა მომზადების სკოლაში პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
პროგრამის მიზანი, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცის ხელშეწყობაა.
საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი, „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიმდინარეობს.
მანავის ბანაკი 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ასევე სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს მიენიჭათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0