პროექტი “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარმატებით გრძელდება

11/07/2017

პროექტი “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარმატებით გრძელდება. შემუშავდა ორი დოკუმენტი : რეგიონის ეკონომიკური და ექსტენციის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ასევე შეიქმნა 258 სოფლის პროფილი, რომელიც მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.
დღეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნული პროექტის კონცეფციები და სოფლის პროფილების ანალიზი წარედგინა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატს და მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს. სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განხილული იყო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების პერსპექტივები და რეგიონული სამმართველოს სამომავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებს კონცეფცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნანა ზუბაშვილმა წარუდგინა.
პროექტის სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და კავშირ „ სამყაროსა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე- ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0