პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ამ მხრივ განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცედურებზე ისაუბრეს, ასევე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედებისა და დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად გამგეობის შიდა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავებაზე იმსჯელეს.
პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები გადამზადდნენ.
შეხვედრა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

Visited 138 times, 1 visit(s) today