პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

17/11/2019

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება. საჭიროებების გაცნობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს.დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0