პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში ფოთსა და ზუგდიდში გრანდიოზული კონცერტები გაიმართება

21/06/2016

პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში ფოთსა და ზუგდიდში გრანდიოზული კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
ფოთსა და ზუგდიდში ცნობილ და ახალ ჰიტებს ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ნინო ძოწენიძე, თამთა ჭელიძე და მეგი გოგიტიძის ბენდი შეასრულებენ.
გრანდიოზული კონცერტი 25 ივნისს 19 საათზე ფოთში რუსთაველის რკალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ზუგდიდში კი კონცერტი 26 ივნისს, 19 საათზე, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
როექტი „Check in Georgia” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0