პროკურატურამ სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის თანამშრომლები პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში სოციალურად დაუცველ მაია ილურიძის ოჯახს ესტუმრნენ და საქართველოს პროკურატურის სახელით საოჯახო ტექნიკა და ტკბილეული გადასცეს. სოციალურად დაუცველ ოჯახს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია და მხოლოდ სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული. საქართველოს პროკურატურა მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

Visited 157 times, 1 visit(s) today