პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „პროკურატურის რეფორმა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში“ მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას“. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახლადარჩეული მთავარი პროკურორი, ნოემბრიდან, ახალი საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში, პირველი გენერალური პროკურორი გახდება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი საკითხი პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობაა, თუმცა ამას გამოწვევებიც ახლავს და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს კანონმდებლობამ, რომელიც საკონსტიტუციო მოდელის საფუძველზე შემუშავდება.

„ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა შეეხო მათ შორის პროკურატურის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო კომისიაში იყო სერიოზული დისკუსია. მთავარი საკითხი, არის პროკურატურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. თავისთავად კარგია პროკურატურის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას თან ახლავს გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ, რომელიც შემუშავდება ამ საკონსტიტუციო მოდელის საფუძველზე, უპასუხოს გამოწვევას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „აქ მნიშვნელოვანია სწორი მოდელის ჩამოყალიბება, მით უმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროკურორო საბჭო, ფაქტობრივად, კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაიქმნა“.

„საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების მოდელი შეიძლება იყოს ორი: ერთი, სადაც საპროკურორო საბჭო არის ერთგვარი ბორდი პროკურატურის, აქ წარმოდგენილია პროკურატურის მენეჯმენტი და მეორე, რომელიც ჩემი აზრით იქნება ყველაზე სწორი, არის მოდელი, სადაც უმაღლეს დონეზე არიან კონსტიტუციური ორგანოები ჩართული. ეს უნდა იყოს სხვადასხვა განშტოება ხელისუფლებისა (პრეზიდენტის გარდა) და ერთგვარი პარიტეტის პრინციპით შეიძლება დაკომპლექტდეს, როგორც საკონსტიტუციო კომისია. ორიდან ერთ-ერთ მოდელზე შეიძლება ფიქრი. მე პირადად მეორე ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 153 times, 1 visit(s) today