პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” ღია კარის დღე გაიმართა

24/03/2017

კოლეჯის ხელმძღვანელმა ნანა ჯოლიამ საზოგადოებას საგაზაფხულო მიღებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ღია კარის დღეს გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები, გურიის მუნიციპალიტეტებში განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წევრები და პოტენციური დამსაქმებლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები. 2017 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის, პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას შემდეგ სპეციალობებზე: მზარეული, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, ავტომობილის სავალი ნაწილების ტექნიკოსი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, გიდი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, ელექტროშემდუღებელი, კომპიუტერული ქსელებისა და სიტემების ტექნიკოსი. პროფესიულ კოლეჯი „ჰორიზონტში“, წლის განმავლობაში, 4 მიმართულების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, ინჟინერია) 15 სპეციალობაზე 550-მდე სტუდენტი სწავლობს, დასაქმების საშუალო მაჩვენებელი კი 65%-ს შეადგენს. პროფესიული განათლების მიღება უფასოა, ის სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საგაზაფხულო მიღებაზე მსურველთა რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. „ პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეჯი „ჰორიზონტი“ ხელს უწყობს მივიწყებული პროფესიების წინა პლანზე წამოწევას და დასაქმების პერსპექტივით ადგილობრივ ახალგაზრდობას უქმნის მეტ მოტივაციასა და რაც მთავარია, სწავლისთვის კომფორტულ გარემოს, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს კი ხელს შეუწყობს საჭირო დარგების განვითარებასა და ახალგაზრდობის დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებებით,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. შეხვედრას სპეციალური მოწვევით „მარიოტის“ სასტუმროების საზოგადოებსათან ურთიერთობის მენეჯერი დავით ყიფიანი დაესწრო. მისი თქმით, პროფესიული კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულები შეკვეთილში ახლადაშენებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0