პროფესორ არჩილ კოსტავას მშობლიურ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

12/12/2017

პროფესორ არჩილ კოსტავას მშობლიურ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი შენგელია, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
არჩილ კოსტავა 1993-2001 წლებში ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა.
სტუდენტი – ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის იგი ღირსების ორდენით იყო დაჯილდოებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0