პურზე ფასის მკვეთრი მატება გამოსაძიებელია – ეს არის ჩვენი პოზიცია

ლევან დავითაშვილი:
“ბოლო წლებია პურის ღირებულების სტაბილური ხაზი გვქონდა შენარჩუნებული. ჩვენ დავინახეთ, პურზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა. ფასმა შეიძლება მოიმატოს რამდენიმე თეთრით, მაგრამ არა ერთბაშად 10-15 თეთრით. პურზე ფასის მკვეთრი მატება გამოსაძიებელია – ეს არის ჩვენი პოზიცია. შესაბამისი ორგანოები ამით უკვე დაინტერესდნენ. მალე გვექნება მკაფიო პასუხი თუ არსებობს რაიმე ტიპის გადაცდომა ან გარიგება, არაჯანსაღი და თავისუფალი საბაზრო მოქმედება თუ მხოლოდ ობიექტური პირობებით არის ეს განპირობებული. გარკვეული ობიექტური წინაპირობები შეინიშნება, კერძოდ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი გლობალურად მსოფლიო ბაზრებზე ნაკლები იყო. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს ქონდათ შემცირებული საექსპორტო მოცულობები, ეს ყველაფერი ხორბლის ფასზე აისახა. მაგრამ ხორბლის ფასი პროპორციულად როგორ მონაწილეობს პურში, ჩვენ ადეკვატური პროპორციულობის ზრდა ვერ დავინახეთ”.

Visited 89 times, 1 visit(s) today