პუტინმა კარასინი რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ.ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხებში ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება, რომელიც დსთ-ის ქვეყნებთან საზღვრებზე საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისთვის ექსპერტების ერთობლივი ჯუფების მოქმედებებს განსაზღვრავს.

Visited 253 times, 1 visit(s) today