პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

????????

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, წუხელ 03:00 საათიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც prof-news-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს ღამის სამი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, აქედან გამომდინარე, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

Visited 212 times, 1 visit(s) today