დაბა ჟინვალის სკოლამდელი აღზრდის ფილიალში გაიმართა პროექტის “ძიუდო ბავშვებს” (Judo Kids) პრეზენტაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანებისა და ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბაღის 25 აღსაზრდელს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა გულბიანმა და დუშეთის სასპორტო გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან შერმადინმა სპორტული ფორმები გადასცეს. ლევან შერმადინის თქმით, სამომავლოდ იგეგმება პროექტის არეალის გაფართოება, ხოლო დღესდღეობით დუშეთის მუნიციპალიტეტი საქართველოში მეხუთე საპილოტე მუნიციპალიტეტია, სადაც Judo Kids ხორციელდება.