რამდენიმე კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს – მაია ცქიტიშვილს, ლევან დავითაშვილს, გიორგი ჩერქეზიშვილს და ნიკოლოზ გაგუას მხარი დაუჭირეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს გიორგი ჩერქეზიშვილს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნიკოლოზ გაგუას მხარი დაუჭირეს.
მინისტრობის კანდიდატებს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა 44-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 2-მა დეპუტატმა მისცა ხმა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან 2-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

Visited 93 times, 1 visit(s) today