რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, ავტომანქანით გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება.
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); ასევე მოძრაობა დაიკეტება წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან – დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან – მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.
სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის – „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.
ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე. გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ.

Visited 174 times, 1 visit(s) today