რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა დღეს სერგეი შამბამ, რაც ძალიან ნიშანდობლივია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ნამდვილად საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, ბატონმა შამბამ აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე და თავისი პირით აღიარა შამბამ, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის ის დღეს. თქვენ იცით, როგორი არის დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო ისტორიულად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად ის აღიარა დღეს შამბამ, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ქმნის ხელოვნურ ბარიერებს, ქართულ მხარე თავის პოლიტიკაში იქნება პრინციპული.

„რაც შეეხება ჩვენ მიდგომას, ეს მიდგომა არის ყველასთვის ცნობილი – მიდგომა არის მშვიდობიანი. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად ვზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, თუმცა არის ხელოვნური ბარიერები და როგორც მოგეხსენებათ, ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში, ჩვენ დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 124 times, 1 visit(s) today