რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

09/11/2017

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენელს, ბავშვთა უფლებების განყოფილების პროექტების ოფისის ხელმძღვანელს ჰონკო მირკას შეხვდა. მხარეებმა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოში არსებული უფლებრივი მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლის განხორციელებაც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, პრევენციას და უფლებების ეფექტურ დაცვას შეუწყობს ხელს.
რატი იონათამიშვილმა სტუმრებს ის ინიციატივები და კანონპროექტები გააცნო, რომელზეც ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალი გარანტიების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
ევროსაბჭოს წარმომადგენელმა მზადყოფნა გამოთქვა, კომიტეტს ევროსაბჭოს ქვეყნების წარმატებული მაგალითები და ახალი ინიციატივების შემუშავების პროცესში არსებული გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, მხარი დაუჭიროს ქართულ მხარეს კონსულტაციების გაწევისა და რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0