რატომ არ ვაუქმებთ საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუ პრეზიდენტს

07/04/2017

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრ ხათუნა გოგორიშვილს აინტერესებს, რატომ რჩება პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუ პრეზიდენტს მთელი რიგი უფლებები ეზღუდება. შესაბამის საკითხზე გოგორიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

”საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი აღარ იქნება მთავარსარდალი, აღარ უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს, ვეღარ დანიშნავს წარმომადგენელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვეღარ წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს წევრებს, ვეღარ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ბიუჯეტის შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ნებისმიერ ნორმატიულ აქტს, რომელსაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს დასჭირდება თანახელმოწერა მთავრობის მიერ, გარდა მცირეოდენი გამონაკლისისა. რატომ ვტოვებთ საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რატომ არ ვაუქმებთ ამ ინსტიტუტს, როცა არანაირი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება იქნება მიღებული, ნამდვილად აღარ ექნება საქართველოს პრეზიდენტს?” – განაცხადა გოგორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0