სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მწყერის ფერმა გაიხსნა. პროგრამის მხარდაჭერით, ბენეფიციარმა 5000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და შეიძინა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ამჟამად, ადგილზე იწარმოება მწყერის კვერცხი, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
წარმოების პროცესი რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან–გიორგი გონაძესთანჰ და პროგრამის “აწარმოე საქართველოში” რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზანი მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა.